03.08.2026 18:25

 „ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს „იდიოტი“ და „მატყუარა“ უწოდა, ხოლო მის ვაჟს - დონალდ ტრამპ-უმცროსს - „გამო...ლი დებილი“, - ასეთი სათაურით არის დაბეჭდილი სტატია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent), რომლის ავტორია ერინ კელერი,  კორესპონდენტი აშშ-ში. „ყოფილმა პრეზიდენტმა, მართალია, ბოდიში მოიხადა უცენზურო სიტყვებისათვის ენტონი ფაუჩისთან სატელეფონო საუბარში, მაგრამ ტრამპის მიმართ კრიტიკა მაინც გააგრძელა“, - ნათქვამია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გასულ კვირაში გამოქვეყნებული დოქტორ ენტონი ფაუჩის დღიურში არსებული ჩანაწერების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დროს, უცენზურო კრიტიკით გამოსულა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ვაჟის - დონალდ ტრამპ-უმცროსის მისამართით.

 

ენტონი ფაუჩი 1984-2022 წლებში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.

 

COVID-19 პანდემიის დროს, იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში (პირველი ვადის დროს), მთავარ სამედიცინო მრჩევლად და თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან წევრად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ენტონი ფაუჩის რჩევას, ხოლო პრეზიდენტის მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ „ენტონი ფაუჩი ცდილობს არჩევნებში  დონალდ ტრამპის პოზიციები პოლიტიკურად შეარყიოს“.

 

1000-გვერდიან დღიურში, 2021 წლის ნოემბრის ჩანაწერების მიხედვით, რომელიც სენატორმა რენდ პოლმა გამოაქვეყნა, ენტონი ფაუჩი წერს: „ბარაკ ობამამ დავურეკე და ვუთხარი, თუ რა უგუნურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენ, ჩემს მიმართ  გაკეთებულს, ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელების მხრიდან, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს“.

 

როგორც დღიურიდან ირკვევა, „დონალდ ტრამ-უმცროსს დაუწყია მაისურებისა და ქურთუკების გაყიდვა წარწერებით „ფაუჩი ლეკვებს კლავს“, თითქოსდა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი „ბიგლის“ ჯიშის ძაღლის ლეკვებზე სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებას აფინანსებდა.

 

„ბარაკ ობამას ვუთხარი, რომ დონალდ ტრამპ-უმცროსი ცილისწამებას ეწევა“, - წერს ენტონი ფაუჩი დღიურების 914-ე გვერდზე.

 

„ომამამ მითხრა, რომ ტრამპის ვაჟი „გამო...ლი დებილია“. მან ბოდიში მომიხადა უხეში უცენზურო სიტყვისათვის, მაგრამ შემდეგ მაინც გააგრძელა, რომ თვითონ დონალდ ტრამპიც „უიმედო იდიოტია და პათოლოგიური მატყუარა“.

 

სკანდალი ლეკვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა სამეცნიერო ჟურნალმა სახელწოდებით PloS - Public Library of Science გამოაქვეყნა კვლევა „დავიწყებული ტროპიკული ავადმყოფობები“, რომელიც ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტმა დააფანინსა და მასში მართლაც იყო აღწერილი იყო ლეკვებზე ჩატარებული ცდები, რომელიც შეცდომით მოხვდა სტატიაში. მართალია, ჟურნალმა შეცდომა გაასწორა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

 

როგორც ენტონი ფაუჩი წერს, ბარაკ ობამამ მასთან საუბარში უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ რესპუბლიკელები საჯაროდ არ გამოვიდნენ თავიანთ ადმინისტრაციაში მომუშავე ცნობილი დოქტორის მხარდასაჭერად და პირიქით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის  მთავარ სამედიცინო მრჩეველს აკრიტიკებდნენ.

 

„იგი [ბარაკ ობამა] ძალიან იყო ნაწყენი, რომ არცერთი რესპუბლიკელი, ზომიერიც კი, არ გამომექომაგა და არ უარყო ეს საშინელი ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ“, - წერს ენტონი ფაუჩი.

„ზოგადად, ჩვენი საუბარი 25 წუთს გაგრძელდა. კარგად ვილაპარაკეთ. მან მითხრა, რომ თუ რაიმეს გაიგებს ცილისწამებაზე, შემატყობინებს. ეს ნამდვილად დაუვიწყარი საუბარი იყო“, - ასე ამთავრებს ამ ჩანაწერს ენტონი ფაუჩი.

 

როცა 31 ივლისს გაზეთ „ინდეფენდენთის“ მიერ დასმულ კითხვას პასუხობდა, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დევის ინგლმა განაცხადა, რომ „ბარაკ ჰუსეინ ობამა აშშ-ის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე უღირსი და განხეთქილების შემტანი დესტრუქტიული პრეზიდენტი“.

 

„ინდეფენდენთმა“ ასევე მიმართა კომენტარისათვის ბარაკ და მიშელ ობამების ოფისს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

 

ენტონი ფაუჩის დღიურში არსებული ჩანაწერები კორონავირუსის თაობაზე 2019-2022 წლებს მოიცავს და ის იპოვა ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მინისტრმა რობერტ კენედ-უმცროსმა, როცა იგი სამთავრობო კომპიუტერულ სერვერზე მასალებს ეძებდა. შემდეგ მან დღიურები სენატში რესპუბლიკელებს გადასცა და გამოქვეყნდა.

 

პუბლიკაციამ ისევ განაახლა წინა წლებში დაწყებული დავა ენტონი ფაუჩის როლის შესახებ პანდემიის პერიოდში. ჩანაწერები ცხადჰყოფს მის საქმიანობას, დიდებისა და გამოცდილების მოპოვებას, როცა იგი აშშ-ში „კოვიდ-19“-თან ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

ენტონი ფაუჩის ჩანაწერები მოწმობს, რომ მისი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან სულო უფრო უარესდებოდა კობიდთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ხანებში იგი კარგად თანამშრომლობდა პრეზიდენტთან, შემდგომში მთავარ სამედიცინო მრჩეველს იმედები გაუცრუვდა იმ მიზეზით, თუ როგორ ნეგატიურ და წინააღმდეგობრივ საჯარო კომენტარებს უკეთებდა დონალდ ტრამპი ენტონი ფაუჩის რეკომენდაციებს. თავის მხრივ, დღიურში ენტონი ფაუჩიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებს პრეზიდენტის განცხადებებს და 2021 წლის 29 მარტის ჩანაწერში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი „საზიზღარი მოზარდივით“ ლაპარაკობს.

 

ენტონი ფაუჩი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველიც იყო. ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის დატოვების წინ, არჩევნებში მეორე ვადით დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, თავის მთავარ სამედიცინო მრჩეველს პრევენციული შეწყალება გამოუცხადა იმ შემთხვევისათვის, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნებოდა აღძრული.

 

გასულ ოთხშაბათს ენტონი ფაუჩიმ, რომელიც სენატში იყო მიწვეული მოსმენებზე, სამი საათის განმავლობაში 111-ჯერ დაიმოწმა კონსტიტუციის მე-5 შესწორება (არ შეიძლება ჩვენების მიცემა საკუთარი თავის წინააღმდეგ), რენდ პოლი მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რესპუბლიკელი სენატორი მისი როგორც მეცნიერის „გაშავებასა“ და  სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ცდილობს

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ