06.07.2026 21:12


გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით: "როგორ გახდა საქართველო სუროგატული დედობის ცენტრი ევროპაში" (ავტორები: ასია ლოკინა, ალექსანდრე კუნიცკი, მარკ შეიდერი).


გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:


2022 წლის შემდეგ საქართველო სუროგატული დედობის ერთ-ერთი მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი გახდა (ევროპის მასშტაბით კი პირველი), სადაც ბევრმა რუსულმა და უკრაინულმა კლინიკამ გადაინაცვლა.


1990-იან წლებში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დამხმარე რეპროდუქციული მომსახურება დააკანონა, სუროგატული დედის მონაწილეობით. კანონმდებლობა ამ სფეროში დღემდე ძალიან ლიბერალური რჩება, მიუხედავად იმისა, რომ იყო ადგილობრივი პოლიტიკოსების მცდელობები გაძლიერებულიყო სახელმწიფო კონტროლი ან საერთოდ აკრძალულიყო სუროგატული დედობა უცხოელებისათვის
თანაც, როგორც "დოიჩე ველემ" გაარკვია, სუროგატული დედობის კომერციული ინდუსტრია საქართველოში რეალურად მხოლოდ ნულოვანი წლების შუახანებში ჩაისახა (ანუ 2004-2006 წლებიდან). პირველ ხანებში ამ გზით ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ბავშვი იბადებოდა - იმ დროს ბევრ ქართველს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართ, ხოლო სუროგატული დედობის რეგიონულ ცენტრად რუსეთი ითვლებოდა


2010-იანი წლებიდან, როცა რუსეთში სუროგატულ დედობაზე და უცხოელების მიერ ბავშვების შვილად აყვანაზე კანონები გამკაცრდა, საქართველო თანდათან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად "სავარაუდო მშობლობის" სფეროში (სწორედ ასე უწოდებენ ამ ბიზნესში სუროგატული დედების კლიენტებს).


ამჟამად საქართველოში სუროგატული დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობის შეფასება რთულია. პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, ქვეყანაში არ ხდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით დაბადებული ბავშვების აღრიცხვა, თუმცა 2024 წელს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო დახურული აღრიცხვა სახელმწიფოს კონტროლის მიზნით.


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული ხელმისაწვდომი სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრისათვის საქართველოში სამი ათასზე მეტი სუროგატული დედაა რეგისტრირებული, რომლებმაც, 2012 წლიდან დაწყებული, 5393 ბავშვი გააჩინეს და ეს ხდება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.


იმავე უწყების მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ სუროგატული დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა; თუ 2021 წელს სუროგატულმა დედებმა დაბადეს დაახლოებით 300-მდე ბავშვი, უკვე 2023 წელს რაოდენობამ 1172 ახალშობილს მიაღწია.
ბოლო წლებში საქართველო ერთგვარ ჰაბად გადაიქცა, სადაც ქალები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩადიან სუროგატული დედობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. (...)


რუსეთში კანონების გამკაცრების შემდეგ (აიკრძალა დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება) იქაური სააგენტოები კლიენტებს ანუ მშობლებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი რეპროდუქციული სქესობრივი უჯრედების წარდგენა, სთავაზობენ დონორული ემბრიონი და სუროგატული დედა საქართველოში მოუძებნონ.


"საქართველოშივე ხდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, რასაც ამ ბიზნესში "განთავსებას" უწოდებენ. შემდეგ ქალი მიემგზავრება სამშობლოში (რუსეთში) და საქართველოში ბრუნდება 31 კვირის ორსულობის შემდეგ მშობიარობის მოსამზადებლად", - განმარტავს "დოიჩე ველესთან" საუბარში ერთ-ერთი რუსი სუროგატული დედა ანონიმურად.


ასეთი სქემა, რომელიც 2022 წლის შემდეგ წარმოიქმნა, სახათაბალო და ძვირადღირებულია. "მხოლოდ დონორული ემბრიონის გადატანა რუსეთიდან საქართველოში 3 ათასი ევრო ღირს, შემდეგ ემბრიონის "განთავსება" - 1750 ევრო. აუცილებელია ბილეთების ფასის გადახდა, საცხოვრებელი ბინისა და სადღეღამისო გადახდები სუროგატული დედებისათვის. ერთადერთი, რაც საქართველოში უფრო იაფია რუსეთთან შედარებით, არის მედიკამენტები". - ამბობს ანონიმი რუსი მოსაუბრე.

 



წყარო: 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ