საქართველოში 13 400 დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.