25.08.2020 11:48
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, გადარჩენილ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს,“- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
სფფ-ის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოს, გლოვის დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა მატჩი გადაიდო.
23 აგვისტოს, შატილის გზაზე მიმხდარი ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი,დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge