შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სპანეთის ნაკრები ანგარიშით 23:10 დაამარცხა 09.02.2020 18:17

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 23:5 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა. მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ