კვირა, 15 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა 14.11.2026 21:29

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა

 მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.

 დვალიშვილმა მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა. ბრძოლის დასრულებისა და გამარჯვების შემდეგ მერავ დვალიშვილმა, აბუ-დაბიში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა: "ქვეყნის ხელმძღვანელობას ვთხოვ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები (ჩხუბის მონაწილეები)" - თქვა მიმართვისას დვალიშვილმა.

ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში, UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ