კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა 25.10.2026 00:45

 მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო. ქართველი მებრძოლი, აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 

 

დაძაბული, ხუთრაუნდიანი დაპირისპირება რუსი სპორტსმენის გამარჯვებით, სამივე მსაჯის ერთსულოვანი შეფასებით - 48-47 დასრულდა. ამ გამარჯვებით პიოტრ იანმა საჩემპიონო ტიტული შეინარჩუნა.

 

ეს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე შეხვედრა იყო. მათი პირველი ბრძოლა 2023 წლის მარტში გაიმართა და ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა, რევანშში კი იანმა გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

 

მესამე შეხვედრაში იანმა კიდევ ერთხელ შეძლო ქართველი სპორტსმენის დამარცხება და ურთიერთდაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში 2:1 გახადა.

 

35 წლის ქართველი „მანქანისთვის" ეს პროფესიონალურ კარიერაში მეექვსე მარცხია. მიუხედავად წაგებისა, ქართველ მებრძოლს მომავალში ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა კვლავ ექნება.

 

დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი პირველად 2024 წლის სექტემბერში, შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რის შემდეგაც ტიტული წარმატებით დაიცვა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ