06.10.2026 11:44
"ერთა ლიგის" მე-4 ტურში, ჩრდ. ირლანდიაში (0:0) ფრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, მან პენალტი მოიგერია.
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ფიზიკური თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ოცნება და მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო ჩემი საუკეთესო, რაც შემიძლია, გუნდში თუ ნაკრებში. ვცდილობ, რომ თავდაჯერებულობა გადავცე მთლიან გუნდს. ძალიან ვემზადებოდი ამ ოთხი თამაშისთვის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის ნაკრებში თამაში და ასევე იმიტომ, რომ დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა ჯერ კლუბში. ჩემი აზრით, ცუდად არ მითამაშია არცერთ შეხვედრაში, გუნდსაც დავეხმარე რამდენიმე ეპიზოდში და, როგორც ვთქვი, ყოველთვის გრძელდება ბრძოლა ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს მოსულ ქართველ გულშემატკივარს".
წყარო: Nakrebi.ge