პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩაფრინდა 17.11.2025 12:12

საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

ნაკრები დღეს თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, დღესვე მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კი ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს „მტკ ბუდეპაშტის" 27 წლის მცველი ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ხვალ 18 ნოემბერს სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ