25.11.2026 01:19
ვერძი
შესაძლოა ახლა გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ ძალიან მალე თავბრუდამხვევი ცვლილებები დაიწყება. დროა, იმიჯი და გარდერობი განაახლოთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, თქვენს მეგობრებს ან ძვირფას ადამიანებს შეეხოს. ოჯახური პრობლემები და ყოველდღიური საზრუნავი გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ დანაზოგი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სამსახურში მშვიდად და აუღელვებლად იმუშავეთ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ აგაჩქაროთ ან დამატებითი ვალდებულებებით დაგტვირთოთ. ამ დღეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში მოსალოდნელია პრობლემები. მიზეზი როგორც ემოციური გადატვირთვა, ისე არაჯანსაღი საკვების მიღება შეიძლება იყოს.
კურო
ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოვლენებით დატვირთული და დაძაბული დღე ელით. ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება ყველაზე მომთმენ ადამიანსაც კი გამოფიტავს, ამიტომ დავალებას შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ. იდეალური დროა შეხვედრების, სემინარების, კონფერენციებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ფულადი შემოსავლები მოსალოდნელია, თუმცა იმდენს ვერ მიიღებთ რამდენის იმედიც გქონდათ. სპორტი რომ თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს, ფიზიკური აქტივობა უნდა შეცვალოთ - მაგალითად, თუ აქამდე სირბილით იყავით გატაცებული, ახლა აუზზე უნდა ჩაეწეროთ და ცურვა სცადოთ.
ტყუპები
გირჩევთ, საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. სახლში სულიერი სიმშვიდე, სითბო და ნდობით სავსე ატმოსფეროა, ჯობია, შორს წასვლასა და მგზავრობას თავი აარიდოთ. ზედმეტად ამბიციურ გეგმებს ნუ დაისახავთ და ნუ ეცდებით ერთდროულად ათას საქმეს მოეჭიდოთ - ჯობია, ყურადღება ერთ კონკრეტულ მიზანზე გადაიტანოთ. გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ - საქმეში შეცდომის ალბათობა მაღალია, პირად ურთიერთობებში კი შეიძლება არასწორი დასკვნები გამოიტანოთ. ენერგია გაუფრთხილდით, ჯერ კიდევ დაგჭირდებათ. თუ ვინმე თქვენს კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, რამე მოიმიზეზთ და განზე გადით. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა მანამდე არ უნდა იჩქაროთ.
კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბებს ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ნაცნობობა ელით. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ გადატვირთული განრიგის გამო ბოლო დროს ახლობლებს ძალიან ცოტა დროს უთმობთ. მათთან და მეგობრებთან საუბრისას ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინეთ, რომ შემთხვევით, ვინმე არ შეურაცხყოთ. თუ ახალ ბიზნესპროექტის დაწყებაზე ფიქრობთ, გავლენიანი მხარდამჭერების კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოთ. გირჩევთ შემოსავლის ახალი გზები იპოვოთ, მაგრამ სარისკო ოპერაციების განხორციელებას მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარი საოჯახო დასვენებასა და ფიზიკურ აქტივობას დაუთმეთ -თქვენს ჯანმრთელობას ხანგრძლივი სეირნობაც ძალიან მოუხდება.
ლომი
სასურველ ადამიანთან ურთიერთობაში მორცხვობა და თავშეკავება დაივიწყეთ - თქვენგან უფრო გაბედულ ნაბიჯებს ელიან. საკუთარი თავის რწმენა და პარტნიორის პატივისცემა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მახვილი ინტუიციის წყალობით ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ, მთავარია, უსარგებლო საქმეებზე დრო არ დაკარგოთ. სამსახურში ძველი, დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ვარსკვლავები ხელმძღვანელებს ურჩევენ, გუნდში ჯანსაღი და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნაზე იზრუნონ. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.
ქალწული
ძალით თავს ვერავის შეაყვარებთ, ამიტომ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და მშვიდად დაელოდეთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის თხოვნას - ეს თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს. შესაძლოა, ოჯახში მცირე გაუგებრობა გაჩნდეს; ასეთ დროს ფსიქოლოგთან გასაუბრება საუკეთესო გამოსავალია - ის თქვენს პრობლემას გარედან შეხედავს და სწორ მიმართულებას დაგანახვებთ. ყოველდღიურ საქმეებში უპირატესობა იმ ამოცანებს მიანიჭეთ, რომლებიც დიდ დროს არ მოითხოვს. უახლოეს პერიოდში იმაზე მეტი დაბრკოლება იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ. მოერიდეთ საქმეს, რომელიც დიდ ენერგიას წაგართმევთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, საღამოს ძლიერი თავის ტკივილი შეგაწუხებთ.
სასწორი
აუცილებლად გამონახეთ საკუთარი თავისთვის დრო. გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახლობელი ადამიანების მიმართ განცდილი გრძნობები. ეს დღე სახლში, ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ - ნამდვილ განტვირთვას მხოლოდ ასე შეძლებთ. სამსახურში მოსალოდნელია ახალი პროექტის დაწყება, რომელშიც საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენთ - ეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ, ის თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეცადეთ სწრაფი გამდიდრების ცდუნებას გაუძლოთ, თორემ საკუთარ სისუსტეს დიდხანს ინანებთ. მოგინდებათ ძველი, დიდი ხნის სურვილის ასრულება, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: თქვენი დრო ჯერ არ დამდგარა. სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარს ნუ იტყვით - კიდევ სცადეთ და სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. თუ აუცილებელი არ არის, ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მოერიდოთ.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბევრ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ, მაგრამ მარტო ნუ დატოვებთ, თორემ მძაფრ შეგრძნებებს სხვაგან მოძებნის. ახლობლებთან ურთიერთობაში მაქსიმალური მოთმინება და ყურადღება გამოიჩინეთ. სიფხიზლე არ მოადუნოთ - ვიღაც თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს და ცდილობს დაგაზარალოთ. ბოლო დროს გაწეულ ხარჯებზე ნუ ინერვიულებთ - სულ მალე მოულოდნელი ფულადი შემოსავალი გელით. თავგადასავლების ძიებამ შეიძლება დაუფიქრებელი საქციელისკენ გიბიძგოთ, რომელსაც დიდხანს ინანებთ,
მშვილდოსანი
ამ დღეს ურთიერთობის განმტკიცების კარგი შანსი გაქვთ - დრო ერთად გაატარეთ და ის აკეთეთ, რაც ორივეს გიყვართ. მტკივნეული ან აქტუალური თემების განხილვა შეიძლება კამათში გადაიზარდოს, მაგრამ ეცადეთ შეთანხმებას მიაღწიოთ. პლუტონის გაძლიერებული გავლენა კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავ პერსპექტივებს გიხსნით, გარემო პირობებიც პროფესიულ წარმატებას ხელს უწყობს. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე გირჩევთ რჩევა ოჯახის წევრებს ჰკითხოთ. უმოძრაობით გამოწვეული სახსრების დაჭიმულობისა და ზურგის ტკივილის ასაცილებლად ეცადეთ სპორტს მეტი დრო დაუთმოთ.
თხის რქა
შესანიშნავი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის - ამ დღეს განსაკუთრებულად მომხიბვლელი და მიმზიდველი ხართ. ემოციების ფონზე ზოგიერთ ოჯახურ წყვილს შესაძლოა განშორების საფრთხე დაემუქროს. ქორწინების შესანარჩუნებლად ეცადეთ პარტნიორის ნათქვამს უფრო მშვიდად და თავშეკავებულად შეხედეთ. ამ დღეს შოპინგისგან თავი შეიკავეთ, რადგან მომავალი მგზავრობისთვის ფულის დაგროვების დროა. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით - გაციების რისკი არსებობს, ამიტომ იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ.
მერწყული
გრძნობების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ და პირველი ნაბიჯის გადადგმას ნუ მოერიდებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ვარსკვლავები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ გირჩევენ. შედგენილ გეგმას მკაცრად მიჰყევით, გარშემო მყოფებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ ყურადღება გაგიფანტონ, თორემ საქმეების ნაწილი შეუსრულებელი დაგრჩებათ. ეცადეთ ურთიერთობებში უფრო დამთმობი და ყურადღებიანი იყოთ. გარშემომყოფები არ აკრიტიკოთ - პირიქით, მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: გაციების ან ინფექციის რისკი მაღალია, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ და ყელს გაუფრთხილდით.
თევზები
ვარსკვლავები ჯადოსნურ გარემოში რომანტიკულ პაემანს გპირდებიან. უახლოეს დღეებში საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით; ზედმეტ სიჯიუტეს ნუ გამოიჩენთ - კომპრომისი ახლა საუკეთესო გამოსავალია. გამოიყენეთ თქვენი უნარები, რომ სამსახურში თავი გამოიჩინოთ და ფინანსური ბონუსი დაიმსახუროთ. თუ მატერიალური კეთილდღეობა თქვენი მთავარი მიზანია, შემოსავლის დამატებით წყაროზე დაფიქრდით. დღის განმავლობაში ინტუიციურ შეგრძნებებს ყური მიუგდეთ - ორგანიზმი თავად გაძლევთ სიგნალებს, რა სჭირდება და ყურადღებით უპასუხეთ.