ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკური ძალები ეცდებიან ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენონ და არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ, თუმცა არსებობს მწვავე რისკები და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სუროგაციაზე უარს ამბობს 23.11.2026 18:42

 

„ალბათ მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული დისკუსია დაიწყებოდა. იმიტომ, რომ, მიუხედავად საყოველთაო თანხმობისა, რომ ამ თემას უზარმაზარი რისკები ახლავს, რისკები, რომლებიც ძალიან მწვავე რისკებს წარმოადგენს სინამდვილეში, ამის მიუხედავად, გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ და ა.შ", - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვის საკითხის განხილვისას.

მისი თქმით, იმ რისკების გათვალისწინებით, რომელთაც სუროგაციის პროცესი მოიცავს, დიდი და განვითარებული ქვეყნები უარს ამბობენ ამ მომსახურების გაწევაზე.

„ლოგიკურად თუ ვიქნებით თანმიმდევრულები, ძალიან მარტივად გამოიყურება აქ ხელისუფლების მსჯელობა და ლოგიკა ყველა თვალსაზრისით. საიდანაც არ უნდა შევხედოთ სუროგაციის თემას, ყველა მიმართულებით არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. ძალიან ბევრ მონაკვეთში შეიძლება ძალიან დიდი რისკების მატარებელი იყოს.

ყველაზე მარტივი გასაგები რომ იყოს და არ ჩავეძიოთ წვრილმანებში ამ საკითხს, მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზე. იქაც არსებობს ყველა ის არგუმენტი, რომელთა ხელზე დახვევასაც ცალკეული ადამიანები შეიძლება ცდილობდნენ, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი სახელმწიფოები, დიდი სამედიცინო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოებიც კი თავს იკავებენ ამ ინსტიტუტის დაკანონებისგან. მათ შორის არის გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი.

აშშ-ის შტატების უდიდეს უმრავლესობაში არ არის დაშვებული სუროგაცია, ცალკეულ შტატებში არის და იქაც აქვს ამას მკაცრი რეგულაციები, მაგრამ მკაცრ რეგულაციებს მიღმა იქაც შეიძლება არსებობდეს მწვავე დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ. იმ ქვეყნებშიც, სადაც ნებადართულია, ჯერ იქ არის უმკაცრესი შეზღუდვებით და ამ უზარმაზარ შეზღუდვებს მიღმაც არსებობს უზარმაზარი დისკუსია, თუ რამდენად გამართლებულია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს არსებობს, ამის გამართლებას ძალიან ძნელად პოულობენ ადამიანები", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ