კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
კრწანისის რაიონის გამგებელი: მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც სასტუმროში გადავიყვანეთ 22.11.2026 14:12

მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც სასტუმროში გადავიყვანეთ, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს კორპუსიდან ნივთების გამოტანაში შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან.

„რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობეა შემორტყმული. მოგვმართა რამდენიმე მცხოვრებმა ნივთების გამოტანაზე და მათ შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან ნივთების გამოტანაში. გამგეობის თანამშრომლები ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებიან და შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევენ მოქალაქეებს“, - აღნიშნა ცაგურიამ.

ქვეყანაში გლოვის დღეა - საქართველო ქვემო ფონიჭალაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, ქვემო ფონიჭალაში, დილიდან მოქალაქეები იკრიბებიან და მემორიალთან სანთლებს ანთებენ.


 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ