19.11.2026 18:50
ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ინფორმაციას ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ქალი და მცირეწლოვანი მაშველებმა დაღუპული ნანგრევებში იპოვეს. ცოტა ხნის წინ, ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ამ დროისთვის ოთხი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.