14.11.2026 14:47
15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით - ძლიერი ინტენსივობით, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის, დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში - წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში - მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.