ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა 04.11.2026 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტო 5 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში, ზოგან - ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში - მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ