03.11.2026 20:12
ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მდინარე რიონში ავტომობილი წყალში გადავარდა - შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მდინარიდან ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.