კვირა, 1 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს 01.11.2026 20:08

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთას და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას ითხოვენ.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, საპროტესტო აქცია 8 ნოემბერსაც გაიმართება.

"სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში აქ, აქციებზე ვსაუბრობდით, რომ აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მასობრივად, მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი იმედი გამოძიების მე არა მაქვს. მოვითხოვ მონიტორინგის სამსახურის უფროსის არაგველის დაპატიმრებას. თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენ მომავალ კვირას იგივე დროს შევიკრიბებით", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ