01.11.2026 18:01
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
"ზედიზედ მესამე ოქრო - სანდრო ბაზაძე ჩინეთში გამართული საერთაშორისო ფარიკაობის მასტერსის ჩემპიონია.
ქართველმა მოფარიკავემ, ფინალში, მასპინძელი შიაო ლინი 15:3 დაამარცხა და სეზონის მესამე ოქრო მოიპოვა", - ნათქვამია ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.