კვირა, 1 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ბაქო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით მატარებლის ბილეთები იაფდება 01.11.2026 09:47

 

ხვალიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლის ბილეთები გაიაფდება, რეისების რაოდენობა კი გაიზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საერთაშორისო მიმართულებით მგზავრთა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მგზავრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიურად 4 რეისი შესრულდება. შედეგად, მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით 50%-იან ზრდას ნიშნავს.

დამატებითი რეისების დანიშვნით მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. კერძოდ, ახალ რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ღირებულება 36 აზერბაიჯანული მანათიდან დაიწყება.

ახალი, დაბალბიუჯეტიანი შეთავაზების ფარგლებში მგზავრები 30%-ით იაფად შეძლებენ გადაადგილებას.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ