შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა - მათგან თითქმის ნახევარი დედაქალაქში მოძრაობს 31.10.2026 18:02

 

საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი") აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით არსებული ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისშია თავმოყრილი - დედაქალაქზე 984 369 ერთეული მოდის. დანარჩენი ავტოპარკი რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

იმერეთი - 211 660ქვემო ქართლი - 163 878კახეთი - 152 383აჭარის ა/რ - 129 254სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 193შიდა ქართლი - 96 001სამცხე-ჯავახეთი - 67 152მცხეთა-მთიანეთი - 45 177გურია - 40 778რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 350სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეგიონებს შორის ავტომობილების კონცენტრაციით იმერეთი და ქვემო ქართლი ლიდერობს, ყველაზე მცირე რაოდენობა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ