ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
კახა კალაძე „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა 18.10.2026 19:36

 

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები, ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.

 

სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ  და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ