ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებას ავრცელებს 12.10.2026 19:13

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებას ავრცელებს.

„ახლოვდება სვეტიცხოვლობის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე და დამზადდება სახელობითი ,,ბეიჯები".

იგივე რეგულაციები შეეხება ფოტოგადაღებასაც.

ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: 595809005.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ოქტომბერი, 17:00 საათამდე",- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ