კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" იხსნება 10.10.2026 20:33

 

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" იხსნება.

ხვალ, 2026 წლის 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონში" (Radisson Blu Iveria) საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ოფიციალურად გაიხსნება.

საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.

სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.

სიმპოზიუმი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მოიცავს თემატურ სესიებს.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ