04.10.2026 10:31
„თბილისობა" მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
„ყველა ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
ამასთან, დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
4 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე, თბილისის მერია მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ:
ორბელიანის მოედანი
12:00 საათი - 23:00 საათი
o კრიობა (ქართული საბრძოლო ხელოვნება)
o ჭადრაკი
o ნარდი
o ქართული ჭიდაობა
o მინი-გოლფი
o მაგიდის ჩოგბურთი
o ავტო-მოტო ფესტივალი
საბავშვო პროგრამა
საკონცერტო პროგრამა
ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი
12:00 საათი - 23:00 საათი
ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია
o მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები
o თემატური პროექციები
o პერფორმანსები
გუდიაშვილის მოედანი
12:00 საათი - 23:00 საათი
(გუდიაშვილის მოედნის სცენა)
20:00 საათი - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
თბილისის მერია გილოცავთ „თბილისობას"!", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.