02.10.2026 18:37
რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის მიმდინარეობს დიალოგი ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე.
„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში. ისინი აღმსარებლები არიან. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები, ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემა ბევრია", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.