ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
GE EN RU
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა 29.09.2026 17:48

 

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.

 

ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი-  ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

 

მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები  და სასმელი წყალი. კვლევა  ხორციელდება ისეთ  მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

 

დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

 

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ