ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შიო მესამემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა 27.09.2026 14:32

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა. 

"შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000-მდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, თავისი სახლიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში არავინაა გამარჯვებული - აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ.

დღეს ჩვენ აღვასრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენიეთ ყველა, ვინც დაიღუპა ამ ომში", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ