25.09.2026 14:24
მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდობა” აღინიშნება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიასთან, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი და მოზაიკური ფრესკა ყვავილებით შეამკო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.
მთელი დღის განმავლობაში, თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ღონისძიება საღამოს ჯგუფი „Goofy Land-ის“ კონცერტით დასრულდება.