23.09.2026 16:40
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადბენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.