სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება 08.09.2026 15:51

 

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა, ფესტივალის სექციაში Venice Spotlight, 9 სექტემბერს, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს სექციისთვის მხოლოდ რვა ფილმია შერჩეული.

ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორის, ლევან დვალის თქმით, საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.

„ვენეციის 83-ე კინოფესტივალი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, იმდენად, რამდენადაც სწორედ აქ გაიმართება ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის - „გურია" მსოფლიო პრემიერა. საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია ქართული მიღება, სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება. აღსანიშნავია, რომ დიდი მოლოდინი გვაქვს უცხოელი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს წამყვან გამოცემებში რამდენჯერმე უკვე გაჟღერდა ფილმზე ინფორმაცია. ამასთან, ერთ-ერთმა დიდმა ფრანგულმა კომპანიამ ფილმის საერთაშორისო გაყიდვები საკუთარ თავზე აიღო. ვფიქრობთ, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი საკმაოდ კარგ გამოხმაურებას დაიმსახურებს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გურია" ღირსეულად აგრძელებს ქართული კინოს ტრადიციას", - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა.

ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს", საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით. „გურია" შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა. ფილმის სცენარის ავტორები ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - „ოსკარი" საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
ლუიჯი სინაპი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

,,საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მისი თქმით, საზღვაო დერეფნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის კავშირისა და გლობალური ვაჭრობისთვის, ასევე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის. „საზღვაო დერეფნები ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში საზღვაო დერეფნებში მიმოსვლა შეჩერდეს, აღარ გვექნება საქონლის მიწოდება, საწვავი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საზღვაო დერეფნები ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომაც აქვს ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა. ლუიჯი სინაპიმ საქართველოს როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში, მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს. „საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი აქვს. განსაკუთრებით, ამ რეგიონში ის მოქმედებს როგორც ხელშემწყობი და დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და ორგანიზაციებს რეგიონთან და მის მოსახლეობასთან. სწორედ ამიტომ არის საქართველოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ, შავი ზღვის რეგიონში. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ლუიჯი სინაპიმ.''

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ