06.09.2026 13:04
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.
პრემიერის ბრძანებით, პირველკლასელები პირველ ნერგს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში დარგავენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :