06.09.2026 11:02
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
პროექტების მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნა.
სკოლების განახლება ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
ავტორ(ებ)ი :