შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
GE EN RU
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 05.09.2026 12:24

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას" მარკის ავტომობილი,რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ოთხი მგზავრი კი დაშავდა.


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათ მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ