გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა 30.08.2026 22:36

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა წარმოქმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას", - აცხადებენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ