ორგანიზაცია 28.08.2026 19:20

ორგანიზაცია "ამრა" დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზი ბლოგერისა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ამრას" თანადამფუძნებლის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გავრცელა.

"ამრა", ოჯახის წევრები და მეგობრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელებისგან:

„გარდაცვალების მიზეზი შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე გთხოვთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და პატივი სცეთ გარდაცვლილის ოჯახის პირად სივრცეს.

დაურ ბუავა იყო ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა და საკუთარი პრინციპების დასაცავად, სირთულეებისა და შესაძლო რისკების მიუხედავად, ბოლომდე იდგა. სწორედ ასეთად - პატიოსან, მამაც და თავისი საქმის ერთგულ ადამიანად - დარჩება იგი სამუდამოდ მისი ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოების მეხსიერებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში „საშინელი სუნი იდგა“, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

 

აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშ აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ