28.08.2026 13:15
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა.
მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
ავტორ(ებ)ი :