თბილისში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს 28.08.2026 11:18

თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დროისთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ  გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

30 წლის აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ტყვარ­ჩე­ლი­და­ნაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად, tiktok-დან გა­იც­ნო. ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამ­რას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და ოთხი წელია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობდა

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ