გამოცხადდა 2026 წლის რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი 27.08.2026 12:53

 

კონკურსის მიზანია რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და კვლევითი საქმიანობის სტიმულირება პედაგოგიკის, აგრარული მეცნიერებებისა და ტურიზმის მიმართულებებით, აგრეთვე აკადემიურ და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. 

 

კონკურსი მიზნად ისახავს რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამორჩეული ხარისხის ინოვაციური კვლევების განვითარების ხელშეწყობას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. კონკურსი მიმართულია ახალი ცოდნის შექმნისა და არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერისკენ. 

 

კონკურსი ასევე, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის გარემოს გაუმჯობესებას, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლებას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უნივერსიტეტების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათ კვლევით საქმიანობაში ჩართვის გზით.

 

 კონკურსი ხელს უწყობს აგრეთვე მეცნიერების პოპულარიზაციას საზოგადოებაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში განხორციელებული გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

 

 

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: 

https://shorturl.at/SP3Wf

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ