ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა 26.08.2026 16:28

 

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან, 17 წლის მარიამ ლომიშვილი გადავარდა და გარდაიცვალა.

 

მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ვივამედში" გადაიყვანა, თუმცა როგორც "ტვ პირველთან" გარდაცვლილის ოჯახის წევრი ამბობს, 17 წლის მარიამი ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო.

 

ოჯახის ადვოკატის ნანა ფარჩუკაშვილის განცხადებით, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგომ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა".

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ