25.08.2026 23:57
"ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს „მძიმე სნეული" სასულიერო თუ საერო პირის დასახმარებლად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ სტატუსებს და შეძლებისდაგვარად გადაამოწმოთ კონკრეტული პირის ნამდვილობა, ასევე, ეს ყველაფერი კეთდება თუ არა შესაბამისი ლოცვა-კურთხევით.
გაითვალისწინეთ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იოლია მსგავსი მასალის მომზადება, რომელმაც შეიძლება, შეცდომაში შეიყვანოს გულისხმიერი ადამიანები", - წერია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :