19.08.2026 20:13
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების პირველადი შესწავლა სპეციალისტებმა უკვე განახორციელეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მერია მათ ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის, ხოლო ინფრასტრუქტურული პროცესი კვალიფიციური არქეოლოგების ზედამხედველობით გაგრძელდება.
"თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ამ დროისთვის გამოვლენილი ობიექტების პირველადი შესწავლა და ფიქსაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყისიერად განახორციელეს.
სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა საჭირო შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვალიფიციური არქეოლოგის (არქეოლოგების) ზედამხედველობით განხორციელდება, ხოლო ახალი არქეოლოგიური კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რათა დროულად მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების გატარება,"- აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :