12.08.2026 22:13
გომის მთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა . როგორც ცნობილია, მიკროავტობუსს გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორ(ებ)ი :