ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს - როგორი ამინდი გველოდება 7–15 აგვისტოს 07.08.2026 23:01

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-15 აგვისტოს საქართველოში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა უმეტეს რაიონებში +32...+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში +29...+35 გრადუსამდე დათბება. სანაპირო ზოლში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ და მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ადგილობრივად შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

დედაქალაქ თბილისში 7-15 აგვისტოს უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია ნავარაუდევი. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +35...+37 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ - განსაკუთრებით შუადღის საათებში, როდესაც მზის სხივები ყველაზე ინტენსიურია. რეკომენდებულია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება და მზეზე ხანგრძლივი ყოფნისგან თავის არიდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ