„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - მიხეილ ყაველაშვილი 02.08.2026 14:25

„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა", - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა შუამთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახალხო დღესასწაულები ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შუამთობა სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს და არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა წინაპრებისა და უხუცესების მიმართ, ვისი დამსახურებაცაა ამ უნიკალური დღესასწაულის დღემდე შემონახვა და აღნიშნა, რომ ეროვნული ტრადიციების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ქვეყნის კულტურული განვითარების მყარი საფუძველია.
მისი თქმით, სწორედ ასეთი სახალხო დღესასწაულები აძლიერებს საზოგადოების ერთიანობას, ისტორიულ მეხსიერებას და ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ