30.07.2026 23:46
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.
სოფელ ხადორში სტუმრობისას პარლამენტის წევრები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, „ხადორობის" სახალხო დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერა.
ავტორ(ებ)ი :