14.07.2026 14:59
„თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ ამ თემაზე. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა - რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული," - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე - რატომ იყო რიყის დოქები წლების განმავლობაში უფუნქციოდ
"ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო და ნაგვის ბუდედ ქცეული. კერძო მესაკუთრემ მიიღო დემონტაჟის გადაწყვეტილება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური როდესაც გასცემს დემონტაჟის ნებართვას, ყველაარქიტექტურულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ამ პროცესს თავისი წესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება დემონტაჟის შესახებ, ეს ყველაფერი თანხმდებოდა წესების მიხედვით და საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად გავეცით ნებართვა. ზოგადად შენობის ვიზუალი გემოვნების საკითხია, თუმცა არსებულ სივრცეში არანაირად არ ჯდებოდა.
კერძო მესაკუთრემ კი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი პროექტი განხორციელდეს. დემონტაჟის შემდეგ, მესაკუთრე ახალ პროექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში და ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება ეს ტერიტორია. ჯერ არანაირი წინადადება არ ყოფილა შემოტანილი. როგორც კი ეს მოხდება, ამას საზოგადოებაც გაიგებს. საკმაო მნიშვნელობის მქონე ადგილია და პროექტიც გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :