ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს 07.07.2026 11:18

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 - სამცხე-ჯავახეთში, 3 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - გურიაში, 8 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი: იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ასევე, გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 391 ფაქტი.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ