ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა 06.07.2026 20:32

 

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში გადაადგილების პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის გამო დიდ დიღომში, რამდენიმე ცენტრალური და შიდა ქუჩა დაიტბორა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ამასთან, ​აღმაშენებლის ხეივანზე, ძლიერი ქარის შედეგად, ხე წაიქცა, რამაც საავტომობილო გზის სრული ჩაკეტვა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ფოტომასალაც. 

უამინდობა ქვეყნის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მოსახლეობას 112-მა გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ