05.07.2026 10:09
ვაშლიჯვარში, საცხოვრებელ უბანში სროლა იყო.
სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი, რომლებიც გადაყვანილი არიან კლინიკაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტოში განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.
ავტორ(ებ)ი :