Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა 04.03.2026 10:31

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდა. კერძოდ, შესრულდა რეისი ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით.

ასევე, დღეს შესრულდება სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ